ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის მოქალაქის ს.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (საერთო რაოდენობა 27 ცალი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 643 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…